თბილისის N108 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ვიდეორგოლი ჩაწერეს
01-03-2022
თბილისის N108 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეს, 25 თებერვალს სპეციალური ღონისძიება მიუძღვნეს.

მერვეკლასელებმა 25 თებერვალს - დუმილის დღეს, ვიდეორგოლი ჩაწერეს, სადაც ოკუპაციის შესახებ ვრცლად და საინტერესო ისაუბრეს.

მოსწავლეებმა ასევე, მოძმე მეგობარ უკრაინას სრული მხარდაჭერა და სლოგანით - „რუსეთი ოკუპანტია, დიდება უკრაინას“, სოლიდარობა გამოუცხადეს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის, 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203