დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეები უკრაინელ თანატოლებს მხარდაჭერას უცხადებენ
01-03-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის IIკლასის მოსწავლეები უკრაინას მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ. 

პატარა მოსწავლეებმა თემატური ნახატები შეასრულეს, სადაც ომია ასახული. ბავშვებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მაქსიმალურად გულთან ახლოს მიიტანეს, რაც მათი ნახატებითაც დასტურდება.

მეორეკლასელებმა არც საკუთარი სამშობლო დაივიწყეს და ნახატებში, უკრაინასთან ერთად საქართველოს დროშებიც დახატეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203