წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქიმიის გაკვეთილზე სხვადასხვა ხსნარის მჟავიანობა დაადგინეს
01-03-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქიმიის გაკვეთილზე სხვადასხვა ხსნარის მჟავიანობა დაადგინეს. 

ექსპერიმენტში IX და IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გაკვეთილის თემა იყო „როგორ დავადგინოთ ყოველდღიურად გამოყენებული ხსნარების PH?“. 

მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში პედაგოგ თათია ივანეიშვილის ხელმძღვანელობით დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

„გაკვეთილი იყო საინტერესო, მოსწავლეებმა ხალისით ჩაატარეს ცდები უნივერსალური ინდიკატორის საშუალებით, გამოიკვლიეს საკვებ პროდუქტებსა და საყოფაცხოვრებო ნივთიერებებში PH შემცვლელობა (კლასის ხელმძღვანელები: ნათელა ბაზაძე, დარეჯან ლაჭყეპიანი)“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203