ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სოლიდარობა უკრაინას - სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს კვირეული მიეძღვნა
01-03-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის შესახებ კვირეული ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა აქტივობები განხორციელდა.
კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები მეგობარ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ და მოძმე სახელმწიფოს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს.
ბავშვებმა უკრაინის დროშებიც დახატეს და სპეციალურად მომზადებულ პლაკატებზე სხვადასხვა გზავნილებიც დაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ აქტივობებში სკოლის თითოეული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს