ბათუმის N2 სკოლის მე-3 კლასში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
01-03-2022

ბათუმის N2 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა. 

მე-3 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნაირა ჭკუასელის ხელმძღვანელობით, ოკუპაციის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და დაამუშავეს.

ღონისძიებაში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. 

მოსწავლეებმა ასევე პატივი მიაგეს 25 თებერვალს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას.

საქართველოს პარლამენტის, 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203