ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა, რიმა ანანიკინმა მოსწავლეებთან ერთად საინტერესო ღონისძიება ჩაატარა
01-03-2022
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები ხშირად იმართება, რომლებშიც ბავშვები აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მე-6ა კლასის ისტორიის პედაგოგმა, რიმა ანანიკინმა მოსწავლეებთან ერთად ღონისძიება წარადგინა, რომელიც „ღენობის“ დღესასწაულს მიეძღვნა.
აღსანიშნავია, რომ ნიჭიერმა და მონდომებულმა მოსწავლეებმა როლები ძალიან კარგად შეასრულეს. მათთვის აღნიშნული ღონისძიება მეტად დასამახსოვრებელი და სახალისო იყო.