„ნუ წაართმევთ ბავშვებს სიცოცხლეს“ - წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სოლიდარობა უკრაინას
01-03-2022

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს მეგობარ სახელმწიფოს, უკრაინას სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მოსწავლეებმა თავიანთი ემოცია უკრაინის დროშის ფერებითა და სლოგანებით - „ჩვენ არ გვინდა ომი“, „ნუ წაართმევთ ბავშვებს სიცოცხლეს“, „ნუ აატირებთ ბავშვებს, დედებს, მამებს, ბებიებს, ბაბუებს“. ბავშვებმა დახატეს უკრაინის დროშები და სპეციალურად დამზადებულ პლაკატებზე საკუთარი გზავნილები აღბეჭდეს.

„კიევის N24 სკოლის მე-4 კლასის ვარდისფერი გოგონას, ვარდისფერი მომავალი ამ საშინელმა ომმა, სისასტიკემ შეიწირა.. სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203