სამტრედიის N3 სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ცაში ცისფერი და ყვითელი ბუშტები გაუშვეს
01-03-2022

სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ თანატოლებს თანადგომა გამოუცხადეს. 

დაწყებით კლასების მოსწავლეები ეზოში შეიკრიბნენ და ყვითელი და ლურჯი ბუშტები გაუშვეს. 

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. 

„სკოლის ეზოში შეკრებილებმა მათდამი სიყვარულისა და თანადგომის ნიშნად ყვითელი და ლურჯი ფერის ბუშტები გაუშვეს“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203