„ქვეყნის მომავალი სწორედ, ჩვენს განათლებულ მომავალ თაობაშია!“ - თბილისის N141 სკოლის ბიბლიოთეკაში მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ისაუბრეს
28-02-2022
თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საბჭოთა ოკუპაციის მძიმე დღე, 25 თებერვალი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

მე-62 კლასის მოსწავლეები და პედაგოგი მანანა წიკლაური სკოლის ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ და საქართველოს მძიმე წარსულზე დაწვრილებით ისაუბრეს. ასევე, ფაზლებით საქართველოს რუკაც ააწყვეს.

„ქვეყნის მომავალი სწორედ, ჩვენს განათლებულ მომავალ თაობაშია!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოსწავლეებისთვის აღნიშნული აქტივობა ძალიან საინტერესო, თუმცა ამავდროულად მძიმე იყო, რადგან საკუთარი ქვეყნის მძიმე წარსულის შესახებ ისაუბრეს და გაიხსენეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203