თბილისის N129 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღეს საინფორმაციო პლაკატი მიუძღვნეს
28-02-2022
თბილისის N129 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა - ნია გაბუნიამ და ბარბარე ტეფნაძემ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე საინფორმაციო პლაკატი შექმნეს, რომელიც 25 თებერვალს, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეს მიეძღვნა.
აღსანიშნავია, რომ მერვეკლასელების პედაგოგი თამარ ასლანიშვილი გახლავთ.
„1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დამყარდა, ჩამოყალიბდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. საბჭოთა ოკუპაციის დღე პირველად აღინიშნა 2011 წლის 25 თებერვალს. ამ დღეს საქართველოში ეშვება ყველა სახელმწიფო დროშა და ცხადდება წუთიერი დუმილი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს