თბილისის N190 საჯარო სკოლაში სულ მალე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასწავლო გარემო იქნება
28-02-2022
თბილისის N190 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სულ მალე განახლებული, თანამედროვე და კომფორტული სკოლის შენობა და სასწავლო გარემო დახვდებათ.
სარემონტო სამუშაოების შემდგომ სკოლა ისეთ თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს, როგორებიც არის:
1. განახლებული ინფრასტრუქტურა;
2. კაბინეტური სწავლება - კაბინეტი კომპიუტერით და პროექტორით აღჭურვილი;
3. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ასაკის შესაბამისად გაფორმებული კლასები და მოსასვენებელი სივრცე დახვდებათ სექტემბერში; მათთვის იგეგმება კვირაში ერთჯერ, უფასო ცურვის გაკვეთილი. შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისათვის სკოლა აღიჭურვება ლიფტით.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ძირითადად უფროსი და წამყვანი პედაგოგებით არის დაკომპლექტებული; ასევე, სხვადასხვა მიმართულებით: 1. მეტყველება; 2. ფსიქოლოგიური დახმარება; 3. პროგრამის ათვისებაში დახმარება სკოლას ოთხი სპეც. მასწავლებელი ემსახურება. გასათვალისწინებელია, რომ სკოლაში ერთცვლიანი სწავლებაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს