„ჩვენ მშვიდობა გვსურს - სოლიდარობა უკრაინელ თანატოლებს“ - ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლის, ბარბარე კირჩხელის ემოციური ნამუშევარი
28-02-2022
ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე ბარბარე კირჩხელი უკრაინაში მიმდინარე აგრესიას საკუთარი ნამუშევრით გამოეხმაურა.

მეხუთეკლასელმა სოლიდარობის ნიშნად ემოციური ნახატი დახატა, სადაც მოძმე უკრაინასთან ერთად ასევე, აგრესორის მსხვერპლი ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაც არის აღბეჭდილი. ორი მოძმე ქვეყნის საერთო ტკივილი პატარა მოსწავლეს ნამდვილად გულით აქვს გააზრებული.

„ჩვენ მშვიდობა გვსურს - სოლიდარობა უკრაინელ თანატოლებს“ - ამ სლოგანს პატარა ნიჭიერი მოსწავლე ბარბარე საკუთარი ნამუშევრით ნამდვილად ამართლებს. მის ნამუშევარში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გამოძახილი იმდენად გულისხმიერად არის გადმოცემული, რომ მნახველს ემოციების გარეშე არ დატოვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203