თბილისის N200 საჯარო სკოლასთან წმინდა ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა (SANGU) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმის ფარგლებში, SANGU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები შეძლებენ პრაქტიკული სამუშაოები თბილისის N200 საჯარო სკოლაში სსსმ-მოსწავლეების ასისტირების კუთხით გაიარონ.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები სკოლის ფსიქოლოგთან ასისტენტებად განაწილდებიან და სსსმ მოსწავლეებს სირთულეების დაძლევასა და სასკოლო საზოგადოებაში უფრო მეტად ინტეგრაციაში დაეხმარებიან.
იხილეთ ფოტო: