საკობიანოს საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით მისალოცი ბარათები დაამზადეს
28-02-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს ლამაზ და საინტერესო ღონისძიებებს ყოველთვის ხალისით უძღვნიან.
ამჯერად, სკოლის I კლასის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს. პატარებმა მისალოცი ბარათები კლასის დამრიგებლის, ქეთევან გორელაშვილის ხელმძღვანელობით დაამზადეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 3 მარტს დედის დღე აღინიშნება. ეს დღე ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული. დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. ეს გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უმაღლესმა საბჭომ დააკანონა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს