გორისციხეს საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო
28-02-2022

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. კინოჩვენების შემდეგ კი დისკუსია მოეწყო. 

მოსწავლეებმა საკუთარი აზრი გამოხატეს ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებით და ერთმანეთს ემოციები გაუზიარეს. 

„1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში წითელი არმიის ნაწილები შეიჭრა და თბილისი აიღეს. ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დამყარდა. ჩამოყალიბდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.

გორისციხეს საჯარო სკოლაში ამ დღის გასახსენებლად, საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეებისთვის, ისტორიის პედაგოგის მიერ მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება, ჩვენების ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხი, მოსწავლეებმა გადმოსცეს თავისი ემოციები ნანახის შესახებ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203