უშგულის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები ჩატარდა
28-02-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის კვირეულში ჩაერთო, რომლის ფარგლებში ისტორიის პედაგოგმა, ვერიკო ავალიანმა და რუსული ენის კონსულტანტ-მასწავლებელმა ინესა ამბარიანმა, მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს.
აქტივობების ფარგლებში შექმნეს კედლის გაზეთი, გააკეთეს პრეზენტაციები და ლიტერატურული კომპოზიცია - „შემოდიოდა სიკვდილი ცელით..“ წარადგინეს.
„101 წელი გავიდა იმ საზარელი ოკუპაციის დღიდან, - დღიდან, რომელიც მუდამ უნდა გვახსოვდეს! მომავალი თაობა არ დაივიწყებს მათ სახელებს. დიდება გმირებს!!!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს