ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მძიმე წარსულზე ისაუბრეს
28-02-2022

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დროშები დაეშვა. 

სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაციები გამართეს და საქართველოს მძიმე და ტრაგიკულ წარსულზე ისაუბრეს. 

„საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დროშები დავუშვით... საქართველოს მძიმე და ტრაგიკული წარსული გავიხსენეთ.

„მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა....ჩემს გულში არის შენი აწმყო შენი წარსული.... “

პრეზენტაცია წარმოგვიდგინეს ქრისტინე სამანიშვილმა და ნინი მაჩიტიძემ.

ბოლშევიკურმა რუსულმა არმიამ საქართველოს დედაქალაქი რამდენიმედღიანი მწვავე ბრძოლების შემდეგ 1921 წლის 25 თებერვალს დაიპყრო. ბოლშევიკებმა სოციალ-დემოკრატიული მთავრობა ჩამოაგდეს, რითაც ქვეყნის ხანმოკლე სახელმწიფოებრიობა დასრულდა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203