სწავლა კეთებით - ბათუმის N25 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა საკვების კვებითი ღირებულება დაადგინეს
ბათუმის N25 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და ამავდროულად მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის აქტიურ საგაკვეთილო პროცესებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად მე-8ა, მე-8ბ, და მე-8გ კლასის მოსწავლეებმა სწავლა კეთებით მეთოდით მეტად საინტერესო აქტივობები განახორციელეს. მოსწავლეებმა საკვების კვებითი ღირებულებები დაადგინეს და სასწავლო პროცესში ექსპერიმენტები გამოიყენეს.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებისთვის აქტივობა ძალიან საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: