წალენჯიხის N1 საჯარო სკოლაში შიდასასკოლო სპორტული ფესტივალი მოეწყო
28-02-2022
წალენჯიხის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა როგორც მათი ცოდნის გაღრმავებას, ასევე ფიზიკურ გაჯანსაღებას. 

სწორედ ამიტომ, მასწავლებელ ლალი არახამიას ხელმძღვანელობით სკოლაში შიდასასკოლო სპორტული ფესტივალი მოეწყო. 

აქტივობის მიზანი მოსწავლეებში ორგანიზებულობისა და თვითკონტროლის ჩამოყალიბება იყო. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ფესტივალში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ვიდეოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203