სამღერეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები COVID-19-ის გამოწვევების საპასუხოდ საინტერესო პროექტში ჩაერთნენ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლები ინგა ბოლქვაძე და მანანა ისკანდაროვა პროექტში - „მოზარდი მოხალისეების ჩართულობა COVID-19-ის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში“, მონაწილეობდნენ.
აღნიშნული პროექტი UNICEF-ისა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მიმდინარეობისას ჰიგიენასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი განიხილეს. ისაუბრეს, თუ რა მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა და პირადი ჰიგიენა. ყურადღება გაამახვილეს გარემოსა და ჯანმრთელობაზე. ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე, მოზარდის განვითარებასა და გარემოს ჯანმრთელობაზე.
მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა სკოლის მე-6-მე-12 კლასის მოსწავლეებს გაუზიარეს.
იხილეთ ფოტოები: