„ბრტყელი ფიგურები“​ - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, ფეხბურთის მოედნის მაკეტები შექმნეს
28-02-2022

24 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მე-8 კლასში მათემატიკაში კომპლექსური დავალების პრეზენტაცია წარმატებით ჩატარდა. 

კომპლექსური დავალების თემა გახლდათ - „ბრტყელი ფიგურები“. 

მოსწავლეებმა ინტერნეტში მოიძიეს ინფორმაცია და შექმნეს რეალური სტადიონის პროპორციული ზომის ფეხბურთის მოედნის მაკეტები, ამომწურავად ისაუბრეს ბრტყელი ფიგურის მახასიათებლების შესახებ და უპასუხეს საკვანძო შეკითხვებს.

პრეზენტაცია დადებითად შეფასდა.

სასწავლო პროცესს პედაგოგი დოდო ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203