თბილისის N49 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მათ სამოქალაქო განათლების პედაგოგის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია მოამზადეს, პლაკატები თავიანთი ხელით შექმნეს და ვიდეომიმართვაც ჩაწერეს.
მოსწავლეები ამ აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. ისინი უკრაინას თანადგომას უცხადებენ და მიმდინარე მოვლენების გამო წუხან.
მეშვიდეკლასელები ვიდეოში იმეორებენ - „ხელები შორს საქართველოსგან და უკრაინისგან“.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: