თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ისაუბრეს და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს
28-02-2022

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს ღონისძიება მიეძღვნა. 

სკოლის მოსწავლეებმა აღნიშნული თარიღის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოიძეს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებაც ისაუბრეს. მათ ოკუპაციის თემაზე ნახატებიც შექმნეს.

ისინი აფხაზეთისა და ცხინვალის ღირსშესანიშნაობებსაც გაეცნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა უკრაინას სოლიდარობას უცხადებს.

„მოსწავლეებმა გაიხსენეს პირადი ისტორიები, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ ნათესავებთან დაკავშირებითრითან. გაეცნენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ღირშესანიშნაობებს, თუ რა სილამაზე და ქართული ეროვნული სიმდიდრე აქვს ოკუპირებული რუსეთს. ისაუბრეს რუსეთის ამჟამინდელ ქმედებებზე და თანადგომა გამოუცხადეს უკრაინას“,- წერს თლუღის საჯაროს სკოლის ისტორიის პედაგოგი ფიქრია მუსერიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203