
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ IIIბ კლასში აქტივობა - „გამოიცანი პასუხი“ ჩატარდა.
მოსწავლეებს უნდა შეესრულებინათ ექვსი დავალება, თითოეული დავალებიდან საჭირო ასო-ბგერა ჩაეწერათ მითითებულ პასუხის გრაფაში და ნაბიჯ-ნაბიჯ მიეღოთ გამოცანის პასუხი.
გამოვლინდა სამი გამარჯვებული.
აქტივობის ერთ-ერთი საინტერესო კითხვა იყო შემდეგი:
„მე შემიძლია გავხდე ნახევარი, წონაში დაკლების გარეშე. მე შემიძლია გავანათო, ცეცხლის გარეშე. მე შემიძლია ჩავიდე ზღვაში, ისე რომ არ დავსველდე. ვინ ან რა ვარ მე?“ - დიახ, პასუხია მთვარე! - პატარა მოაზროვნეებმა პასუხები არ დააყოვნეს.
ბავშვებისთვის აქტივობა საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: