„გამიზიარე საყვარელი წიგნი“ - მარნეულის N5 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი ხორციელდება
28-02-2022
მარნეულის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეების ინიციატივით სასკოლო პროექტი -„გამიზიარე საყვარელი წიგნი“ ხორციელდება.

პროექტის მონაწილემ, მეცხრეკლასელმა, აიდა მურადოვამ საყვარელი წიგნების - „დედა ენა“, „ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელო“ შესახებ ისაუბრა და სპეციალურად მცირე, საინტერესო ვიდეორგოლიც მიუძღვნა. აიდასთვის წიგნი არის: მეგობარი, ხელოვნების სილამაზე, ცოდნა, განვითარება, გართობა და ბუნება.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ხალგრძლივია და მოსწავლეებს აქტივობების მთელი სერია აქვთ დაგეგმილი. მათ შორის - 1. წიგნის ავტორებთან შეხვედრა, 2. კლუბის დაარსება - „წიგნის მოყვარულის ამბები“, 3. წიგნისთვის საჭირო აქსესუარების დამზადება, 4. სასკოლო თემის ჩართვა მოცულობითი წიგნის გამოფენის მზადებაში. 5. ადგილობრივ თეატრალურ საზოგადოებასთან შეხვედრა და ა.შ. .

იხილეთ ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203