წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 101-ე წლისთავთან დაკავშირებით კონფერენცია ჩატარდა
28-02-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციას ორგანიზება გაუწია საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ (კათედრის ხელმძღვანელი თ. თუთბერიძე) და საქართველოს მეგობარი ქვეყნის - უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვით გაიხსნა.

მოსწავლეებმა მოამზადეს და წარადგინეს პრეზენტაციები. დარბაზში გამოფენილი იყო 25 თებერვლისა და საბჭოთა ოკუპაციის თემატიკის ამსახველი პოსტერები.

„სოლიდარობა უკრაინას!“- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203