დიდი დმანისის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
28-02-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო და ლამაზი ნამუშევრები თემაზე - „მიამიტი ღამურა“ შექმნეს. 

მოსწავლეებს კითხვაზე - „როგორ ფიქრობთ რა ფერისაა სამყარო?“ სურათები უნდა შეექმნათ; ასევე წარმოეჩინათ საკუთარი და ღამურას თვალით დანახული სამყარო.

ნიჭიერმა მე-2 კლასის მოსწავლეებმა დავალებას თავი ძალიან კარგად გაართვეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი მაია მთვარაძეა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203