დიდი დმანისის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
28-02-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასის ნიჭიერმა მოსწავლეებმა, მათემატიკაში კომპლექსური დავალების ფარგლებში საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. 

კომპლექსური დავალების თემა გახლდათ - „მოიძიე მონაცემები საქართველოს რეგიონების მოსახლეობის რაოდენობაზე“.

ნიჭიერმა მეოთხეკლასელებმა გააკეთეს რიცხვების შედარება და ანალიზი; რიცხვები გამოსახეს სხვადასხვა სახით, მათ შორის ციფრებით, ასო - ნიშნებით; წარადგინეს, ჩაწერეს ათობით პოზიციურ სისტემაში რიცხვები; მოძიებული რიცხვები დაამრგვალეს ათასეულამდე და ააგეს სვეტოვანი დიაგრამა. ასევე, შეცვალეს რიცხვები სიმბოლოებით, ასო ნიშნებით და დახაზეს პიქტოგრამა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი მაია მთვარაძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203