„ომი ბოროტებაა! მშვიდობა მსოფლიოს!“-ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
28-02-2022
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის, სამოქალაქო კლუბის „Art სხივის“ ინიციატივითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ია კაშიას თაოსნობით  მოეწყო აქცია, რომელშიც ყველა საფეხურის მოსწავლე ჩაერთო.

აქციის სლოგანი იყო - „ომი ბოროტებაა! მშვიდობა მსოფლიოს“. ყვითელი და ლურჯი ბუშტებით მოსწავლეებმა მორთეს სკოლის ფოიე, სხვადასხვა ნახატებით და მესიჯებით გადმოსცეს თავიანთი ემოციები და სურვილები. სკოლის თვითმმართველობამ მოაწყო პერფორმანსი მშვიდობისთვის და უკრაინელებს თავიანთ ენაზე გაუგზავნეს გამარჯვების გამომხატველი მესიჯები.

სასკოლო საზოგადოება სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და ამ მძიმე ბრძოლაში გამარჯვებას უსურვებს.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203