დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულს ნამუშევრები მიუძღვნეს
28-02-2022

დიდი დმანისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის განვითარებასა და წარმოჩენას დიდი ყურადღება ექცევა. პედაგოგი მაია მთვარაძე მოსწავლეებს ამ კუთხით საინტერესო აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობს. 

მისი ხელმძღვანელობით, მეორე კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს, რომელიც გაზაფხულს მიუძღვნეს. 

შემოქმედებითი აქტივობის თემა იყო - ​„გასაფერადებელი ლექსი“ - გიფიქრია, გაზაფხული როგორ აფერადებს გარემოს? გახდი მხატვარი და გააფერადე სამყარო მასთან ერთად.

მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობებიც წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203