სავანეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის ​ფიდან რუსტამოვას წარმატება მნიშვნელოვან პროექტში
28-02-2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ფიდან რუსტამოვამ პროექტში გაიმარჯვა და „ელჩის სტატუსი“ მიიღო. 

აღნიშნულ ინფორმაციას სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, მოსწავლეები სხვადასხვა პროექტში დიდი მონდომებით მონაწილეობენ და განვითარების განსაკუთრებული სურვილით გამოირჩევიან. 

პედაგოგმა პროექტის მიმდინარეობა დეტალურად აღწერა. მადლობა გადაუხადა მის ორგანიზატორებსა და სკოლის დირექტორს ინგა მიქელაძეს.

„2022 წელს პროექტ SHE's GREAT- ის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი. მანამდე 1 წლის განმავლობაში სკოლა ჩართული იყო  აღნიშნულ პროექტში. ფიდან რუსტამოვა კონკურსის ყველა ნომინაციაში მონაწილეობდა, არ არსებობდა  ისეთი დღე, რომ ტრენინგს არ დასწრებოდა.

ტრენინგები ტარდებოდა თემურ სუყაშვილის, გვანცა დავითელშვილის ხელმძვანელობით. თემა გენდერი და ის ინკლუზიური გარემოა, რომელშიც ცხოვრობენ. სამწუხაროდ, თემის ტრადიციები, გავლენა ძლიერია და აქ მცხოვრებ საზოგადოებას სტერეოტიპული შეხედულებების დამსხვრევა უჭირს. პროგრამა ფინანსდებოდა ამერიკელი პარტნიორებისგან და ყველა დაინტერესებულია, რომ მათმა შრომამ ნაყოფი გამოიღოს, შეეცვალოთ აზროვნება, მოახდინონ ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებასთან. გოგონები გააქტიურდნენ, უარი თქვან ნაადრევ ქორწინებაზე, გააცნობიერონ საკუთარი უფლებები, გათავისუფლდნენ იმ ძალადობისგან, რასაც თავსმოხვეული სტიგმა, სტერეოტიპი და კლიშე ჰქვია. მოსწავლეები ფიქრობენ, რომ დგება მათი დრო, არსებულს შეცვლიან უკეთესობისაკენ. ჰქონდათ ონლაინ ჩართვები და განხილვები, დისკუსია, დიალოგი, ტრენინგები, ფილმების ჩვენება/განხილვა, პრეზენტაციები, ჟურნალისტებთან შეხვედრა, ექსკურსიები, ფესტივალი და ა  შ. პანდემიის პირობებშიც კი შეფერხება არ ყოფილოა, მოსწავლოეები ესწრებოდნენ  ტრენინგს, ხშირ შემთხვევაში , პირდაპირ, დასწრებით რეჟიში, შაბათ-კვირას. სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი დაინტერესებულია მოსწავლთა ჩართულობით სხვადასხვა პროექტებში, აქვს სკოლის დირექტორის ინგა მიქელაძის მაქსიმალური ხელშეწყობა.

აღნიშნული ერთწლიანი პროექტი დამთავრდა, ამავე ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელშიც ზემოთ აღნიშნულმა მოსწავლემ გაიმარჯვა „ელჩის სტატუსი“ მიიღო სკოლამ. იგეგმება ამ პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები, შეხვედრები. ონლაინ ტრენინგები, საინფორმაციო შეხვედრები ევროკავშირის და ნატოს შესახებ. მიღებული გამოცდილება მეტად მნიშვნელოვანია სკოლის წინსვლისთვის, ხდება სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ეფექტური თანამშრომლობა, იდეების, წესების გაცნობა/გაზიარება, რაც სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებაზე დადებით გავლენას მოახდენს და პოზიტიურ კვალს დატოვებს მოსწავლეთა ქცევის წესებზე. 

მისასალმებელია, როდესაც მოსწავლეები, რომლებიც სახლის ზღურბლს არ მოსცილებიან, მონაწილეობენ ასეთი მაღალი დონის შეხვედრებში, ვითარდებიან. სკოლა კი ამის საშუალებას აძლევს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია სკოლას ნელ-ნელა მოეწოდება“,- წერს მასწავლებელი ლამზირა ოსეფაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203