„სამშობლოს თავისუფლება ყველაზე წმინდაა ამ ქვეყანაზე“ - აფხაზეთის N22 სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
28-02-2022

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს საქართველოს დროშა დაეშვა. 

ამ დღეს სკოლაში მიეძღვნა მცირე ღონისძიება. 

ღონისძიებაში მონაწილეობდა ყველა მასწავლებელი და ყველა მოსწავლე, აქტიურად იყვნენ ჩართულნი სსსმ მოსწავლეები.

მოსწავლეებმა მოისმინეს საქართველოს ჰიმნი, მოეწყო მოსწავლეთა ნახატების მცირე გამოფენა. 

საგნის -„ჩვენი საქართველო“ მასწავლებელი ფიქრია სტურუა მოსწავლეებს ოკუპაციის შესახებ ესაუბრა.

„ჩვენმა პატარებმა გაიგეს, რომ სამშობლოს თავისუფლება ყველაზე წმინდაა ამ ქვეყანაზე“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203