„ნაკრის საჯარო სკოლა უკრაინას სოლიდარობას ვუცხადებთ“ - სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
25-02-2022

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები და სხვადასხვა აქტივობებით დააფიქსირეს თავიანთი აზრი. 

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ასევე სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს. 

„სკოლაში ჩატარდა მცირე ღონისძიება 1921 წლის 25 თებერვალსა და დღევანდელ ვითარებასთან დაკავშირებით. ნაკრის საჯარო სკოლა ვუცხადებთ სოლიდარობას უკრაინას და გვჯერა რომ, მალე ყველაფერი კარგად იქნება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში 25 თებერვალს 2011 წლიდან აღინიშნება. 

საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთის წითელი არმია ჩვენს ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.

მე-11 არმიას იუნკერებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. 

23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა. 1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203