„ბედნიერებაა, გეზრდებოდეს ასე საღად მოაზროვნე თაობა“- ხონის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასში საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ისაუბრეს
მოსე ხონელის სახელობის ქალაქ ხონის N1 საჯარო სკოლის მე-5ბ კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ისაუბრეს.
მოსწავლეებმა პედაგოგ ქეთევან კაკაბაძის ხელმძღვანელობით, ოკუპაციის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, დაამუშავეს და იმსჯელეს.
აღნიშნულ აქტივობაში მეხუთეკლასელები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
„1921 წლის 25 თებერვალს თბილისი რუსეთის მე-11 არმიამ დაიკავა. საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილად იქცა, დაკარგა დამოუკიდებლობა. რომ არა მთელი ისტორია, კოლუ ნადირაძის ლექსიც საკმარისი იქნებოდა იმ დღეთა ტკივილიანი ქრონიკების გადმოსაცემად:
„წითელი დროშით,მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი,ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით.
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი''...
გაკვეთილის ბოლოს,მოსწავლეებმა სანთლები აუნთეს სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს.
ბედნიერებაა, გეზრდებოდეს ასე საღად მოაზროვნე თაობა, რომელსაც, მიუხედავად პატარა ასაკისა, კარგად ესმოდეს რას ნიშნავს „თავისუფლების განსყიდვა“ და „ჩვენი თავი ჩვენვე რომ უნდა გვეუდვნოდეს“. თაობა, რომელიც უკრაინელი ხალხის ტკივილს ითავისებდეს.
მეამაყებით, ჩემო პატარებო“- წერს პედაგოგი ქეთევან კაკაბაძე.
იხილეთ ფოტოები: