მაღრაანის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
25-02-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნონა პაპუნაშვილმა და ისტორიის მასწავლებელმა, მაია ვანიშვილმა მოსწავლეებთან ერთად წარმოადგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ დღესთან დაკავშირებით, შექმნეს პლაკატები და ამავდროულად, სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს.

საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში 25 თებერვალს 2011 წლიდან აღინიშნება. 

საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთის წითელი არმია ჩვენს ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.

მე-11 არმიას იუნკერებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. 

23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა. 1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203