თბილისის N2 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
25-02-2022
თბილისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-2ა კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში, კომპლექსური დავალების ფარგლებში თავისუფალ თემაზე გაცნობითი ხასიათის პრეზენტაცია მოამზადეს, რომლის ტექსი თავად დაწერეს, დახატეს და ვიდეოჩანაწერის მეშვეობით წარადგინეს.

დავალების მიზანი მოსწავლეებში წერა - კითხვისა და სამეტყველო უნარების განვითარება იყო.

აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის პედაგოგი თამარ გელენიძე გახლავთ. 

იხილეთ ვიდეომასალა:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203