განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინის მხარდამჭერი პოსტერები გამოფინეს
25-02-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის შესახებ აქტივობა გაიმართა. 

სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი და უკრაინის მხარდამჭერი პოსტერები სკოლის ფოიეში გამოფინეს. 

მათ საბჭოთა ოკუპაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოიძიეს და ვრცლად ისაუბრეს. მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სოლიდარობა უკრაინასაც გამოუცხადეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203