შულავერის N1 სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღეს საინტერესო აქტივობები მიუძღვნეს
25-02-2022
რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისა და ეკოკლუბ „გამონათების“ წევრებმა საბჭოთა ოკუპაციის მძიმე დღესთან დაკავშირებით აქტივობები განახორციელეს.

მოსწავლეებმა ასევე, უკრიანისადმი მხარდაჭერა ნახატებითა და პოსტერებით გამოხატეს.

„25 თებერვალი საქართველოს ოკუპაციის დღეა! ამ დღეს წითელმა არმიამ დაიკავა თბილისი და თბილისის თავზე წითელი დროშა ააფრიალა... ამ დღიდან იწყება ბნელი ხანა საქართველოსთვის. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის რომან ზოიძის სახელობის შულავერის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისა და ეკოკლუბ „გამონათების“ წევრებმა განახორციელეს სხვადასხვა აქტივობები: მოამზადეს პლაკატები, წარწერით - „25 თებერვალი ოკუპაციის დღეა!“, „რუსეთი ოკუპანტია!“, „25 თებერვალი“, 25 ეკლებით გამოსახული....სარია მამედოვამ მოამზადა ელექტრონული პრეზენტაცია, უყურეს და განიხილეს დოკუმენტური ფილმი „წითელი ოკუპაცია“, მოუსმინეს და იმსჯელეს კოლაუ ნადირაძის ლექსზე - „25 თებერვალი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203