მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ
დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ.
სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ისაუბრეს და რუსეთის ქმედება დაგმეს.
სკოლაში დროშაც დაუშვეს.
„სკოლის ისტორიის მასწავლებელმა ბატონმა მერაბ მიგინეიშვილმა ისაუბრა თუ როგორ დაიპყრო რუსულმა არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლებად“,- წერს სკოლის დირექტორი სვეტლანა ბოკუჩავა.
იხილეთ ფოტო: