„მონაცემთა ანალიზი“ - დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
25-02-2022

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და აღნიშნულ დავალებებზე წარმატებით მუშაობენ. 

ამჯერად, სკოლაში მათემატიკის ექსპერტ მაკა ყიშიძეს უმასპინძლეს. მასწავლებელმა ვიოლეტა სალაძემ მე-3 კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩაატარა.

კომპლექსური დავალების სამიზნე ცნება - „მონაცემთა ანალიზი“ იყო.

„მოსწავლეები გამოირჩეოდნენ აქტიურობითა და სრული ჩართულობით, საინეტერესო იყო მათი პასუხები სხვადასხვა კითხვებზე, მათ შორის, თუ როგორ ხდება მონაცემების შეგროვება და გადმოცემა ტელევიზიების მიერ, როცა საკითხი ეხება პანდემიას, ასევე შეაგროვეს და შეაჯამეს მონაცემები თევზებზე, ამოცანის მიხედვით და დააჯგუფეს თავისი დაბადების დღეები წელიწადის დროების მიხედვით“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203