ახალსოფლის საჯარო სკოლის კითხვის მოყვარული მოსწავლეები ბიბლიოთეკის ლიტერატურით აქტიურად სარგებლობენ
25-02-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კითხვის მოყვარულმა მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში არსებული და ახალი წიგნებით ისარგებლეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ამ აქტივობით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ და ხელვაჩაურის მერიას გამოგზავნილი წიგნებისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს.

შეგახსენებთ, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ; ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203