ზემო წინსვლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა მასპინძელ სკოლაში საინტერესო შეხვედრა ჩაატარეს
25-02-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, სამოქალაქო განათლების კლუბ - „წინსვლის“ ლიდერი მარიამ სურმანიძე და კლუბის მეტად აქტიური წევრი თათია გოგრაჭაძე სტუმრად დაბა მახინჯაურის სკოლაში იმყოფებოდნენ.
კურსდამთავრებულებმა სტუმრობისას ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩაატარეს, სადაც მასპინძელი სკოლის მე-9 და მე-10 კლასის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები მონაწილეობდნენ; შეხვედრის მონაწილეებმა მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე მიიღეს ინფორმაცია და რჩევები.
შეხვედრის ფარგლებში არაერთ საინტერესო თუ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს საგანმანათლებლო სივრცეში სამოქალაქო განათლების კლუბის არსებობასა და მუშაობის მნიშვნელობაზე და აქტიურ მოქალაქეობაზე; ასევე, განიხილეს აქტიური მოქალაქეობის მაგალითები.
ზემო წინსვლის კურსდამთავრებულებმა მასპინძლებს კლუბური მუშაობის პროცესში საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობა დაგეგმეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს