„პედაგოგის პროფესია მიმზიდველი გახდა, რადგან გაიზარდა სერტიფიცირებული პედაგოგის ფინანსური დანამატი“ - პატარა ირაგის საჯარო სკოლის დირექტორი 
25-02-2022

განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge ​ამრიდონ ჩეგიანის სახელობის სოფელ პატარა ირაგის საჯარო სკოლის დირექტორ ფატიმა ჩარკვიანს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?

- დღევანდელ რეალობაში, წინა წლებთან შედარებით, მიმზიდველი გახდა პედაგოგის პროფესია, იმიტომ რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა სერტიფიცირებული პედაგოგის ფინანსური დანამატი.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი ?

- ჩემი აზრით, კადრების დეფიციტი გამოიკვეთა საბუნებისმეტყველო საგნებში: ფიზიკასა და ქიმიაში.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?

- ვარ პესიმისტურად განწყობილი, რადგან საგნობრივ ცოდნას არ შეესაბამება საგამოცდო პროფესიული უნარების პროგრამული მასალა და არ მიმაჩნია ეფექტურად ამგვარი კომპეტენციის შეფასება.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- დისტანციური სწავლების ხარისხს არ შევაფასებ დადებითად, მიუხედავად ინტერნეტ-საშულებების წვდომისა. 

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ ?

- პანდემიამ მასწავლა ვიყო მობილიზებული ონლაინ სასწავლო გამოწვევებისთვის და COVID - რეგულაციების დაცვისთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203