სამღერეთის საჯარო სკოლის დირექციასა და ეროვნული პარკის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
25-02-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის დირექციასა და ალგეთის ეროვნულ პარკის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა.

თანამშრომლობის ხელშეკრულების მიზანია:

  • მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების დონის ამაღლება საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ;
  • მოსწავლე-ახალგაზრდობის გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ამაღლება, დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია;
  • მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების დონის ამაღლება ალგეთის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებაზე და მის მნიშვნელობაზე;
  • მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების დონის ამაღლება ალგეთის ეროვნული პარკის დასაცავად;
  • მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების დონის ამაღლება ცხოველთა და მცენარეთა დაცვის საქმეში;
  • ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის შიგნით მოქცეული სოფლების და დაბა მანგლისის ადგილობრივი მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ამაღლება.
საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილე სკოლების მოსწავლეთა ასაკობრივი ზღვარი:

  1. 4-6 კლასების მოსწავლეები (ეკო-გაკვეთილები, ეკო-ტურები, ნახატების კონკურსები, მონაწილეობა საგანმანათლებლო პროექტებში, მონაწილეობა ბუნებრივი განახლების ხელისშემწყობ ღონისძიებებში);
  2. 7-9 კლასების მოსწავლეები (ლექცია/სემინარები, ეკო-გაკვეთილები, ეკო-ტურები, მონაწილეობა ნორჩ რეინჯერთა ჯგუფის საქმიანობაში, მონაწილეობა ბუნებრივი განახლების ხელისშემწყობ ღონისძიებებში, მონაწილეობა ეროვნული პარკის ტერიტორიის დალაგება-დასუფთავებაში, მონაწილება თამაშში „რა? სად? როდის?", მონაწილეობა საგანმანათლებლო პროექტებში, მონაწილეობა საგანმანათლებლო აქციებში );
  3. 10-12 კლასების მოსწავლეები (ლექცია/სემინარები, კონფერენცია, ეკო-ტურები, მონაწილება თამაშში „რა? სად? როდის?", მონაწილეობა ნორჩ რეინჯერთა ჯგუფის საქმიანობაში, მონაწილეობა დაცული ტერიტორიის დალაგება-დასუფთავებაში).
აღსანიშნავია, რომ პროექტს სამღერეთის საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი ირინა შავაძე ხელმძღვანელობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203