კაპრეშუმის საჯარო სკოლაში ფიზიკის მოყვარულთა კლუბის წევრებს უმასპინძლეს
25-02-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლამ ხელვაჩაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან არსებულ ფიზიკის მოყვარულთა კლუბის წევრებს უმასპინძლა. პანდემიიდან გამომდინარე, რეგულაციების დაცვით ადგილზე 10 სკოლის წარმომადგენელი გახლდათ, ხოლო ონლაინ ჩართული იყო 19 სკოლიდან მოსწავლეები.
კაპრეშუმის სკოლა აღჭურვილია ფიზიკის ვირტუალური ლაბორატორიით, რომელიც საჩუქრად აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან გადაეცა. სწორედ ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით განიხილა მოდერატორმა პედაგოგმა, ია ხალვაშმა თემა - „ბუნების ძალები - სიმძიმის ძალა, დრეკადობის ძალა, ხახუნის ძალა."
ფიზიკის ვირტუალური ლაბორატორიის დახმარებით ბევრად უფრო მაარტივად აღქმადი და საინტერესო გახადა განხილული თემა.
„მადლობა მოდერატორს და ჩვენს მოსწავლეებს. ძალიან შინაარსიანი და ნაყოფიერი დღე იყო“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს