წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეები ბუნების გაკვეთილზე სკოლასთან მდებარე ტყეს ეწვივნენ
25-02-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებისათვის მუშაობა სასკოლო სივრცეში გრძელდება.
IIIბ კლასის მოსწავლეები ბუნების გაკვეთილზე სკოლასთან მდებარე ტყეს ეწვივნენ. გაკვეთილის თემა ყვავილის აგებულება იყო, ხოლო მიზანი - ბუნებრივ საარსებო გარემოში ყვავილის აგებულებაზე დაკვირვება.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაკრიფეს და შეაგროვეს გაზაფხულის მახარობელი ყვავილები, დააკვირდნენ მათ აგებულებას, შემდეგ კი შთაბეჭდილებები გაკვეთილზე ნახატებისა და ჩანაწერების სახით გადმოსცეს.
აღნიშნულმა აქტივობამ საკლასო გარემოში მიღებული ცოდნა კიდევ უფრო მეტად განამტკიცა და გააღრმავა. ნიჭიერი მოსწავლეების დამრიგებელი კი ირმა გურეშიძე გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს