თანამედროვე ხელოვნება და დიზაინი დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრებში
25-02-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ხელოვნების მასწავლებლის, რიმა ხოდერიანის ხელმძღვანელობით მე-7 კლასის მოსწავლეებმა თანამედროვე ხელოვნების დიზაინის ნამუშევრები შექმნეს.
ბავშვებმა მეტად საინტერესო ნამუშევრები ისე შექმნეს, რომ თითოეული დეტალი გულმოდგინედ შეასრულეს.