წიგნის საჯაროდ კითხვის დღე თხილნარის N1 საჯარო სკოლაში
25-02-2022
მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის კითხვის მოყვარულმა მოსწავლეებმა, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

წიგნიერმა და მისაბაძმა მოსწავლეებმა, ამ დღის აღსანიშნავად წიგნები კვლავ წაიკითხეს და კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კითხვა.

შეგახსენებთ, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ; ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა კი 31 მილიონამდე აღწევს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203