გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა კონკურსის ფარგლებში წყლის კვლევა ჩაატარა
25-02-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბი კონკურსში მონაწილეობს; თებერვალი წყლის დაზოგვის თვეა და სწორედ, ამ დღესთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსში ეკოკლუბი აქტიურად ჩაერთო - მათ წყლის კვლევა ჩაატარეს; კვლევაში მონაწილეობდა წალკის 13 სკოლის 17-მა რესპოდენტმა, მათ შორის 11 პედაგოგი და 6 მოსწავლე იყო.
კვლევის მიხედვით წალკის სკოლების უმრავლესობას ზამთრის პირობებში არ მიეწოდება წყალი, რაც გამოწვეულია მაღალი ყინვით და მოუწესრიგებელი წყლის სისტემით. წყლის სისტემა გამართულად მხოლოდ სკოლების 30 %-ში მუშაობს, სკოლების 60% -ში არასოდეს არ იწმინდება წყალი; ასევე, მნიშვნელოვანია, რომ არის სკოლები, რომლებსაც სასმელი წყალი საერთოდ არ აქვთ, ხოლო რამდენიმეს არ აქვს ხელმისაწვდომი მოწყობილობა შშმ პირებისა და პატარებისთვის.
სკოლის მოსწავლეებმა გააკეთეს კვლევის პრეზენტაცია, რომელზეც ზუმის საშუალებით ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელი ფატი შავაძე და წალკის ლაგის წევრები, CENN-ის წარმომადგენლები; მათ მოსწავლეებს მისცეს რეკომენდაციები, თუ რა გზით შეიძლება წყლის პრობლემების მოგვარება, ვის შეიძლება მიმართონ და როგორ მოიპოვონ დაფინანსება.
აღსანიშნავია, რომ სასმელი წყლის პრობლემა გუმბათის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება; ამ ეტაპზე სკოლაში სასმელი წყალი მოჰყავს სოციალურ საწარმო „გუმბათს“, რომელსაც CENN აფინანსებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს