თბილისის N212 საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპორტული მოედანი მოეწყო
24-02-2022
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის თბილისის N212 საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპორტული მოედანი მოეწყო.
მოედანი მთაწმინდის რაიონის გამგეობის ხელშეწყობით მოეწყო, რისთვისაც სკოლა მოსწავლეების სახელით მადლობას იხდის.
ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით კი მე-7 და მე-8 კლასებში ფეხბურთის მატჩი ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზებაში სასკოლო საზოგადოება, სპორტის პედაგოგი და მე-11 კლასის მოსწავლეები (გულშემატკივრების რანგში) მონაწილეობდნენ.